5.1. პირველკლასელის მოკლე დახასიათება
|
|
|
|
|
|
|
|
სკოლაში შესვლასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ცხოვრება. მის უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვს ახალი სოციალური სტატუსი - მოსწავლის სტატუსი ენიჭება. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველკლასელის დახმარება ახალ საქმიან გარემოსთან შეგუებაში, ელემენტარული სასწავლო ჩვევების დაუფლებაში, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარის განვითარებაში.
პედაგოგებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელები მალე კარგავენ „პირველი სექტემბრის“ ეიფორიას. გაკვეთილებზე მალე იღლებიან, უჩივიან სირთულესა და დაღლილობას. ერთი სული აქვთ, ზარი დაირეკოს, რათა დაუბრუნდნენ „თავისუფალი“ თამაშის სიტუაციას. ამიტომ, სწავლის დაწყების პირველივე დღეებში საჭიროა მოსწავლეთა გამხნევება, დახმარება სასწავლო პროცესში წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში, ზრუნვა იმაზე, რომ სასწავლო პროცესი ნაკლებად დამღლელი აღმოჩნდეს. აუცილებელია გაკვეთილის პროცესში მარტივი ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
პირველკლასელისთვის სწავლაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და, ამიტომ, ისინი ძლიერ განიცდიან წარუმატებლობას. აუცილებელია მათთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობასა და განუმეორებლობას.
მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ პირველკლასელი თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას უკეთ იმახსოვრებს. მას უჭირს ნებელობით ყურადღებისა და მეხსიერების მართვა. ამიტომ, საჭიროა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება თამაშებითა და საინტერესო თვალსაჩინოებებით.
პირველკლასელებს უჭირთ საკუთარი მოქმედებების კონტროლი. ამიტომ აუცილებელია მათში რეფლექსიის უნარის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და თვითკონტროლის განვითარება.
პირველკლასელთა სასწავლო პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს თამაშის სიტუაციაში. ამიტომ სადამრიგებლო შეხვედრები I კლასში დიდაქტიკური ზღაპრების განხილვით, დიდაქტიკური თამაშების3 ფორმით უნდა მიმდინარეობდეს.
პირველკლასელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მასწავლებელია. მისი შექება და შენიშვნა მნიშვნილოვნად მოქმედებს მოსწავლეზე. ამიტომ, სასურველია, რომ დამრიგებელი საკლასო წესების გარდა შეეხოს წიგნების კითხვის მნიშვნელობას, ეტიკეტს.
მასწავლებელი მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და თბილი უნდა იყოს პირველკლასელთა მიმართ. ის ხომ სკოლაში პირდაპირ თბილი ოჯახური გარემოდან მოდის. ის კი, ვინც სკოლამდელი დაწესებულებიდან მოდის, ასევე განიცდის სკოლისგან განსხვავებულ გარემოსთან განშორებას. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ დღეებში თანატოლების, სასკოლო გარემოს გაცნობა, სკოლის მოთხოვნებთან უმტკივნეულო შეგუება.
5.2. სადამრიგებლო საათის თემები:
|
|
|
|
|
|
|
|
პიროვნული და მორალური განვითარება
მიმართულების მიზანია ბავშვებში პიროვნული უნიკალობის გრძნობის ჩამოყალიბება, სხვა პიროვნებებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების ფორმირება (მათი მიღება ისეთებად, როგორებიც არიან), საკუთარი პოზიციის გამოხატვის და სხვისი გავლენის გარეშე მისი დაცვისა და სხვისი ღირსების დაცვით ურთიერთობის დამყარების უნარის განვითარება.
|
|
|
|
|
საკლასო საზოგადოების ჩამოყალიბება ერთმანეთის გაცნობა, სკოლასთან შეგუება რატომ დავდივართ სკოლაში? ურთიერთობის განმტკიცება, ერთმანეთის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
|
|
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
|
|
თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება „თანაკლასელი“.
|
|
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
|
|
კლასში ქცევის წესების შემუშავება. წესები ჩვენი მეგობრები არიან, რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში (უფროსებთან მისალმების, მიმართვის, „თქვენ“ ფორმის გამოყენების საჭიროება, ხელის აწევის კულტურა, საკლასო ნივთების მოვლის აუცილებლობა; საკუთარი და სხვისი საკუთრების გაფრთხილება).
|
|
|
|
მოსწავლის და ზოგადად, ადამიანების დედის, მამის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების უფლებები და ვალდებულებები პასუხისმგებლობის გრძნობა.
|
|
|
|
სოციალურად ღირებულ ქცევებზე/ქცევის წესებზე საუბარი - ეთიკა, ზრდილობა საკლასო გარემოში („ჯადოსნური სიტყვები”: გმადლობთ, ბოდიში, თუ შეიძლება); ეთიკა, ზრდილობა სხვადასხვა სიტუაციაში (ტრანსპორტი დაბადების დღე).
|
|
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
|
|
მორალური ცნობიერების განვითარება - სწორი და არასწორი საქციელის შეფასება; არავის აქვს დაჩაგვრის, ძალადობის, დაცინვის და გარიყვის უფლება. მაგრამ არსებობს ქცევები რომლებიც ხდება უნებლიედ, შემთხვევით განზრახვის გარეშე. სხვადასხვა საქციელის გაცნობიერება.
|
|
|
|
ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები, კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა.
|
|
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად.
|
|
ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება. ემოციები (მაგ: სიხარული, შიში, გაბრაზება, წყენა) და ადამიანური თვისებები (მაგ.: სიკეთე, სიბეჯითე, სიმამაცე, სიზარმაცე, სიმორცხვე).
|
|
თემაზე საუბარი შესაძლებელია ფსიქოლოგთან ერთად.
|
|
საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება, საქმის კეთებისას „შრომისმოყვარეობისა“ და “მონდომების“ მნიშვნელობა.
|
|
|
|
დროის ყადრი. საათის დანიშნულება, დროის მართვა.
|
|
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას
|
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
მიმართულების მიზანი არის ბავშვებში გარემოს, პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნილების განვითარება. სწორი კვების, დღის რეჟიმის დაცვის, სპორტის მნიშვნელობის გა- თვითცნობიერება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა, ჯანმრთელობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
|
|
|
|
|
ბუნების მოფრთხილების აუცილებლობა (ხეების მოვლა, ქუჩაში სისუფთავის დაცვა) ბუნებისდაცვითი ღონისძიებები; ბუნების მოვლენები, მათი მნიშვნელობა, ცხოველების, ფრინველების ცხოვრების ნირი და შეგუება გარემოსთან, ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან.
|
|
თემას მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გადიან . ამიტომ, შესაძლოა მსგავს საკითხებზე საუბარი საგნის პედაგოგთან ერთად. ასევე შესაძლებელია დაიგეგმოს რაიმე ღონისძიება - ვიქტორინა,ზეიმი ან სოციალური პროექტი და მის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ სკოლის ეზოში ხეების ან ყვავილების დარგვის პროცესში.
|
|
საკუთარი სხეულის როგორც უნიკალურის აღქმა, მისი გაფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება
|
|
|
|
პირადი ჰიგიენა, თავის მოვლის ჩვევები; ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები; სპორტული აქტივობის მნიშვნელობა.
|
|
|
|
ავადმყოფობის გავრცელების წყაროები.
|
|
თემას დამრიგებელი მუდამ უბრუნდება მოსწავლეებთან საუბრისას.
|
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, სამშობლოს სიყვარულის გრძნობის განვითარება. ინფორმაციის მიწოდება ისტორიული მოვლენების, ცნობილი პიროვნებების შესახებ; საკუთარი თავის, ეზოს, ქუჩის, ქალაქის, სოფლისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
|
|
|
|
|
სახლის მისამართის, ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრების ცოდნა, სკოლის შენობაში ორიენტირება, უცნობ ადამიანებთან ფრთხილად ყოფნა, პირადი უსაფრთხოების დაცვა (ცოდნა იმისა, რომ არ შეიძლება დაუკითხავად მედიკამენტების აღება, ასანთით თამაში, დაუკითხავად გასვლა ეზოდან).
|
|
თემას მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გადიან. ამიტომ, შესაძლოა მსგავს საკითხებზე საუბარი საგნის პედაგოგთან ერთად. ასევე შესაძლებელია დაიგეგმოს რაიმე ღონისძიება - ვიქტორინა,ზეიმი ან სოციალური პროექტი და მის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ სკოლის ეზოში ხეების ან ყვავილების დარგვის პროცესში.
|
|
ქუჩაში მოძრაობის წესები, სხვადასხვა საგზაო ნიშნების მნიშვნელობა შუქნიშნის ფერები.
|
|
|
|
ქალაქის თუ სოფლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობი მქონე ადგილები (ძეგლები).
|
|
თემას მოსწავლე სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც ეხება. ამიტომ, მსგავს საკითხებზე საუბარი შესაძლებელია საგნის პედაგოგთან ერთად ექსკურსიის დროს.
|
|
დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციები.
|
|
თემაზე საუბარი სასურველია კონკრეტული დღესასწაულის წინ ან ზეიმისთვის მზადებისას.
|
მიმართულების მიზანი არის მოსწავლეებში ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევებისადმი ინტერესის გაღვივება.
|
|
|
|
|
წიგნიერების მნიშვნელობა, საყვარელი ზღაპრები და პერსონაჟები, მითები და წაკითხული მოთხრობები.
|
|
აღნიშნულ საკითხებს მოსწავლე სხვადასხვა საგნის გაკვეთილებზეც ეხება. ამიტომ, მსგავს საკითხებზე საუბარი შესაძლებელია საგნის პედაგოგთან ერთად. ასევე შეიძლება დაიგეგმოს რაიმე ღონისძიება - ვიქტორინა ან ზეიმი.
|
|
ხელოვნების სხვადასხვა დარგი: მხატვრობა, თეატრი; საყვარელი ფილმები და მულტფილმები, მუსიკა.
|
|
აღნიშნულ საკითხებს მოსწავლე კონკრეტულ გაკვეთილებზეც ეხება. ამიტომ, შესაძლებელია მსგავს საკითხებზე საუბარი საგნის პედაგოგთან ერთად. ასევე შეიძლება დაიგეგმოს რაიმე ღონისძიება - ვიქტორინა ან ზეიმი. საუბარი შესაძლებელია გასვლითი ღონისძიების, ექსკურსიის დროსაც.
|
|
ტექნიკური საშუალებების და საყოფაცხოვრებო ნივთების დანიშნულება, მათი სარგებელი ან საფრთხე, გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა.
|
|
|
შენიშვნა: მიმართულებები - გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი, უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება, თვალსაწიერის გაფართოება -მეორდება სხვადასხვა საგნობრივ პროგრამაში. ამიტომ, ჩვენს პროგრამაში მათ აღარგავიმეორებთ ცალკეული კლასისთვის.
დაწყებითი კლასის სადამრიგებლო პროგრამაში აქცენტი კეთდება მოსწავლეთა პიროვნულდა მორალურ განვითარებაზე.
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment