მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ცნება და მიზანი
1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში “ეთიკის კოდექსი”) ადგენსზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდებამასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების,მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
2. ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესებისდამკვიდრება.
3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს.
მუხლი 2. რეგულირების სფერო
ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონემასწავლებლებსა და მაძიებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებაში.
თავი 2. ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა
1. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი დამიუკერძოებელია.
2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოსკანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებებისჩამოყალიბებას.
4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანისუფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთანდაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგებიენით.
8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლოგეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.
10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
მუხლი 4. მოსწავლეებთან ურთიერთობა
1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისგადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.
2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ(ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდაკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებსობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.
5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადიუსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.
6.მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელიღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებებისთავისუფლად გამოსახატად.
9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიცეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.
10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადიმიზნებისათვის.
11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის,რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუშეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.
მუხლი 5. მშობლებთან ურთიერთობა
1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთანინდივიდუალურ შეხვედრებს.
2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.
3. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისადა მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
4. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდისინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
5. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა,საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მისჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.
7. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდასკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.
მუხლი 6. სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
1.მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაშიდასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.
2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.
3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულინფორმაციას.
4. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლისგანვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.
თავი 3. ეთიკის კოდექსის დარღვევა
მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობასსაქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
No comments:
Post a Comment